ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს დიპლომები მოიპოვეს
07-10-2020
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

მათ შორის არიან, ლიკა არველაძე და თინათინ რევიშვილი, რომელთაც შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და izrune.ge-ს დიპლომები დაიმსახურეს.

თინათინ რევიშვილმა ოქროს დიპლომი მოიპოვა, ლიკა არველაძემ კი ბრინჯაოს. 

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203