ბალდის საჯარო სკოლის წარჩინებულმა მოსწავლემ, მარი წულაიამ „ეტალონის“ I ტურში წარმატებით იასპარეზა
07-10-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

სკოლის მეათე კლასის წარჩინებულმა მოსწავლე მარი წულაიამ, შესარჩევი ტურის ტესტირებაში 70 ქულა დაიმსახურა.

სკოლა მოსწავლეს წარმატებას ულოცავს და შემდეგ ეტაპზე წარმატებას უსურვებს. 

აღსანიშნავია, რომ II ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „მარტვილის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.

„ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად,  ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203