
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსმა“ 1 ოქტომბერს I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, რეგულაციების დაცვით განაახლა. უფროსკლასელები სწავლას დისტანციურად აგრძელებენ.
სკოლაში მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო არის შექმნილი.
„გვინდა გაცნობოთ, რომ 1 ოქტომბერს „სკოლა ჰელიოსის“ საკლასო ოთახებში განახლდა სასწავლო პროცესი I-VI კლასის მოსწავლეებისთვის, უფროსკლასელები აგრძელებენ სასწავლო პროცესს ონლაინ რეჟიმში. აღსანიშნავია, რომ სკოლა ზედმიწევნით იცავს ქვეყანაში მოქმედ რეგულაციებს, რაც მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უქმნის ჩვენს მოსწავლეებს“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები