გორის N4 საჯარო სკოლის დირექციამ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა
07-10-2020

გორის N4 საჯარო სკოლის დირექციამ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ ღირსეული თაობების აღზრდა უსურვა.

„უმნიშვნელოვანესი დღეა 5 ოქტომბერი. მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა.
გილოცავთ, გისურვებთ წარმატებებსა და ღირსეული თაობების აღზრდას!“-ნათქვამია დირექციის ინფორმაციაში.

5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. 

ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203