ქუთაისის N21 საჯარო სკოლას 10 წამყვანი მასწავლებელი შეემატა
07-10-2020

ქუთაისის N21 საჯარო სკოლა განათლებული, პროფესიონალი, ნოვატორი კადრებითაა დაკომპლექტებული, მნიშვნელოვანია მიღწეული წარმატებებიც. ახალ სასწავლო წელს სკოლას 10 წამყვანი მასწავლებელი შეემატა.

„დღეს ახალი სიხარულის მოწმენი გავხდით. სათანადოდ შეფასდა პედაგოგების: მაკა კოსტავას, მზია ჯანელიძის, მაკა ნაკაშიძის, თეა ხარაიძის, მანანა ჯანელიძის, ნინო ჩარკვიანის, ივეტა იმედაძის, ნათია ფხაკაძის, სალომე ბალანჩივაძის, თეა ბადუაშვილის ორიგინალური, მრავალმხრივი, წარმატებული პედაგოგიური საქმიანობა, ინოვაციური ქმედებები. მათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.

სიამაყითა და სიყვარულით გილოცავთ მაღალ შეფასებას, კვლავაც ახალ-ახალი მიღწევები! გამარჯვებები!

სკოლის პედაგოგებს გიქებთ მუშაობას. უფალმა არ მოგაკლოთ სიხარული და სიყვარული!“-მიმართავს დირექტორი რუსუდან ჭეიშვილი მასწავლებლებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203