ბასილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტურის ტესტირებაში ინტერესით ჩაერთვნენ
07-10-2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. 

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. მოსწავლეები შესარჩევი ტურის ტესტირებაში ინტერესით ჩაერთვნენ. 

II ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.

„ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203