
სენაკის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებს (პედაგოგი ი. ხუნწარია) მასწავლებელმა განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო. პატარებმა ქართული ანბანის შესწავლა ზღაპრულ გარემოში, შთამბეჭდავად დაიწყეს.
„ისინი ხომ ამ დღეს ქართულ, ჯადოსნურ ანბანთან შესახვედრად ემზადებოდნენ. მასწავლებელმა საკლასო ოთახი იისფრად აალიცლიცა. ეს დღე პირველკლასელთათვის უამრავი სიუპრიზით დაიტვირთა. საოცარი მელოდიის „ო, ენავ, ჩემოს“ ფონზე იფრქვეოდა ქართული ანბანის სალოცავ-სადიდებელი სტრიქონები.
ყურადღება გამახვილდა იაკობის ცხოვრებისა და მოღვაწეობის იმ პერიოდზე, როცა მწერალმა დედაენის ჯადოსნური გასაღები იპოვა.
პატარების ემოციებს საზღვარი არ ჰქონდა, როცა კლასში სტუმარი „ია გოგონა“ დიანა გამოჩნდა, რომელმაც საჩუქრად ია ყვავილი მოუტანა პატარებს. არასოდეს დაავიწყდებათ პატარებს ეს დღე. ქართული ანბანის განსაკუთრებული მადლი გადაგღვროდეთ ჩემო ახალბედა იმედელებო“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო