
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლამ I-VI კლასელთათვის სასწავლო პროცესი საკლასო აუდიტორიებში განაახლა.
პირველკლასელებს პირველი დღე სკოლაში დირექტორმა და მასწავლებლებმა მიულოცეს.
„სირთულეებისა და გამოწვევების მიუხედავად, ფეხბედნიერი, წარმატებული და სიკეთით სავსე წელი ყოფილიყოს თოთოეული მოსწავლისა და მასწავლებლისთვის 2020-2021 სასწავლო წელი.
P.S. შეგახსენებთ, რომ სკოლა ორ ცვლაში აგრძელებს სწავლებას.
პირველკლასელთათვის სასწავლო პროცესი დილის 9 სთ-ზე დაიწყო, ხოლო II-VI კლასელები 13:30 საათიდან შეუდგებიან სწავლას საკლასო აუდიტორიებში.
რაც შეეხება VII-XII კლასის მოსწავლეებს, ისინი დისტანციურად გააგრძელებენ სასწავლო პროცესს.
მათ შესახებ დამატებითი ინფორმაცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.
სკოლაში სასწავლო პროცესი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები