
საჩხერის მუნიციპალიტეტის მახათაურის საჯარო სკოლაში ქართულის წრის წევრებმა თავიანთ პედაგოგებს პროფესიული დღე კედლის გაზეთით მიულოცეს.
5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.
ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.