
„დედა ენის შემობრძანება“- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბუკისციხის საჯარო სკოლის პირველ კლასში საინტერესო და ლამაზი გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილ უფროსმა მასწავლებელმა თამარ ჩხიკვაძემ თვალსაჩინოებებითა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ჩაატარა. გაკვეთილი საინტერესო აქტივობებით იყო გაჯერებული.
„მასწავლებელმა ბავშვებს ორი ასო-ბგერა „ი“ და „ა“ გააცნო, იის სურნელი აპკურა და გზა დაულოცა დედა ენის ჯადოსნური სამყაროსაკენ“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები