შეუბნის საჯარო სკოლაში თემაზე - „პირველყოფილი ადამიანის ცხოვრების განვითარების ეტაპები“ საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა
07-10-2020

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შეუბნის საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებელმა, მარიკა ლობჯანიძემ, მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად ჩაატარა საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე: „პირველყოფილი ადამიანის ცხოვრების განვითარების ეტაპები“.

მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება შეასრულეს, საკუთარი ხელით პირველყოფილთა იარაღი, ნივთები, საცხოვრისის მოდელი დაამზადეს, ბოლოს კი ისტორიის კაბინეტში გამოფენა მოაწყვეს. 

„საქართველოს ისტორიის კურსში თემატურად მივყვებით საქართველოში პირველყოფილი ადამიანის ცხოვრების ნაკვალევს და განვითარების ეტაპებს (პალეოლოთი, ნეოლითი,ენეოლითი, ბრინჯაოს ხანა). მე-9 კლსის მოსწავლეებს აღნიშნული მასალის უკეთ გააზრების მიზნით მიეცათ კომპლექსური დავალება; საკუთარი ხელით და რესურსით შეექმნათ აღნიშნული ეტაპისთვის დამახასიათებელი იარაღი, ნივთები, საცხოვრისის მოდელი. შეგროვილ მასალას გავუკეთეთ ორგანიზება და  დავახარისხეთ პერიოდებად. თითოეული პერიოდისთვის გავაკეთეთ ნიშნულები და აქვე მივუთითეთ კონკრეტული ეპოქის მახასიათებლები. ისტორიის კაბინეტში მოეწყო პატარა გამოფენა“,- აღნიშნავს პედაგოგი.  

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203