„თუ რამ კარგი არის ჩემში, შენით არის ყველა“-წყალტუბოს N1 სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კლასის საათი ჩატარდა
07-10-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში 1 ოქტომბერს, მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, III კლასში (დამრიგებელი იამზე წულუკიძე) ჩატარდა კლასის საათი სახელწოდებით „თუ რამ კარგი არის ჩემში, შენით არის ყველა“.

მოსწავლეებმა წაიკითხეს წერილები იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების გმირებისადმი, რომელთა საქციელმა თითოეულ მათგანს ასწავლა რა არის კარგი, რა - ცუდი. ასევე მოაწყვეს ნახატებისა და ნამუშევრების გამოფენა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203