ქისტაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს ოქროს და ვერცხლის დიპლომები მოიპოვეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები
izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
მათ შორის არიან, ერეკლე ლალიაშვილი და თეიმურაზ ლალიაშვილი, რომელთაც შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და izrune.
ge-ს დიპლომები დაიმსახურეს.
ერეკლე ლალიაშვილმა ვერცხლის დიპლომი, თეიმურაზ ლალიაშვილმა კი ოქროს დიპლომი მოიპოვა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო