
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჭანდარის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.
სექტემბრის შემაჯამებელი ტესტის წარმატებით გავლისთვის მე-2 კლასელმა ნია ცანკაშვილმა ვერცხლის დიპლომი დაიმსახურა. ოქროს დიპლომით კი დაჯილდოვდა მე-2 კლასელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები