თბილისის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს
06-10-2020

თბილისის N14 საჯარო სკოლის მასწავლებლებს მოსწავლეებმა პროფესიული დღე მიულოცეს. ეს დღე ყველასთვის სასიამოვნო და შთამბეჭდავი იყო.

დაწყებითი კლასის დამრიგებელი ნონა სიხუაშვილი გვწერს:

„დიდი სიყვარულით მომილოცეს პატარებმა მასწავლებლის დღე, ნათელი და გაბრწყინებული თვალებით შემომეგებნენ სკოლასთან, პატარა თითებით შექმნილი მოსალოცი ბარათებით მომილოცეს და ყველაზე თბილი და ტკბილი სიტყვებით შემამკეს, რომ მათი მეორე დედა ვარ. ეს არის უდიდესი გრძნობა ყველა მასწავლებლისთვი,ს, ბოლოს კი კლასში მოვაწყვეთ პატარა წარმოდგენა“.

პედაგოგმა ინდირა მანველიშვილმა ყველა კოლეგას მიულოცა მასწავლებლის საერთაშორისო დღე და კეთილი სურვილები უსურვა ყველა პედაგოგს.

„ყველა მასწავლებელს, ჩემს კოლეგებს ვულოცავ მასწავლებლის პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წინსვლას, წარმატებებს, ჯანმრთელობას მრავალი თაობის აღსაზრდელად“.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203