„ანბანის შემობრძანება“ - ხოფურის საჯარო სკოლის I კლასში პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა
06-10-2020

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხოფურის საჯარო სკოლის პირველ კლასში „დედაენის შემობრძანებასთან“ დაკავშირებით პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა.


„ანბანის შემობრძანება“, პირველი ასო-ბგერის გაცნობა, პირველი სიტყვისა და პირველი წინადადების წაკითხვა, პირველი ასოების დაწერა - ეს ყოველივე იმდენად სასიხარულო და ამაღელვებელი აღმოჩნდა, რომ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ხოფურის საჯარო სკოლის  I კლასის თითოეულ მოსწავლეზე.

პატარები გაკვეთილის მსვლელობისას ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ხატოვან გამონათქვამებში: 

„დედაენა“ - უპირველესია მთელ წიგნთა სამყაროში, ბუნების გამოღვიძების მახარობელია, იასავით სპეტაკია…ასეთი გამონათქვამებით გააცნო პირველი კლასის პედაგოგმა ზოია ჩანქსელიანმა თავის მოსწავლეებს პირველი წიგნი „დედაენა“.

დედაენაზე, ,,აი ია“-ზე ხატოვნად წაიკითხეს ლექსები, გაანალიზეს მოთხრობები, ჟესტებითა და მიმიკებით უპასუხეს შეკითხვებს, გააკეთეს ტესტები ,,ი და ა“ ასოების ამოცნობაზე სხვა ასოებს შორის, გააფერადეს ,,ია“ ყვავილი შესაბამისი ფერებით. 

პატარების მიერ ფაქიზად გაფერადებულ და თაბახის ფურცლებზე ასახულ იებს ნამდვილად ეტყობოდა სინაზეც, სილამაზეც, სიმორცხვეც და სილურჯეც. ასეთები იყვნენ პატარებიც თავიანთ ნამდვილ პირველ დღესასწაულზე მასწავლებელთან და სკოლის დირექციასთან ერთად: ფაქიზები და თამამები, სიხარულით გაბრწყინებული თვალებით, რომლებმაც მასწავლებლებსა და სკოლის დირექციას ერთი ლამაზი დღე აჩუქეს“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203