
თელავის N9 საჯარო სკოლას სამი წამყვანი მასწავლებელი შეემატა. ანა გიორგანაშვილი, ირინა შუბითიძე და თამარ ლომაშვილი აქტიურად არიან ჩართული პროფესიული წინსვლის სქემაში და მათ სტატუსის ასამაღლებლად ყველა აქტივობა წარმატებით გაიარეს.
დირექცია და თანამშრომლები ულოცავენ პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას.
„გილოცავთ. წარმატებები და წინსვლა მომავალშიც. სკოლა ამაყობს თქვენით. ყოველთვის ასე დაგფასებოდეთ შრომა, გაგმართლებოდეთ იმედები“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.