
გაიცანით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი ონის საჯარო სკოლიდან. თეონა შერაზადიშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია. მისთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა ცოდნის გამოყენება ისწავლონ და დაიმკვიდრონ საკუთარი თავი საზოგადოებაში.
პედაგოგი, სხვა უნარებთან ერთად, მოსწავლეებს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმას ასწავლის. მას კოლეგები განსაკუთრებულად ახასიათებენ.
ონის საჯარო სკოლის დირექტორის დალი რაზმაძის თქმით, თეონა მოწოდებით პედაგოგია.
ვიდეო იხილეთ ბმულზე