მაშავერას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ნინო ასლანიშვილმა სახელმწიფო გრანტთან ერთად, უნივერსიტეტის შიდა დაფინანსება და სტიპენდია მოიპოვა
06-10-2020

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ნინო ასლანიშვილი, სწავლას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მარკეტინგის ინგლისურენოვან პროგრამაზე გააგრძელებს.

მან 100%-იან სახელმწიფო გრანტთან ერთად უნივერსიტეტის შიდა დაფინანსებაც მოიპოვა.

ნინო, ასევე, მოხვდა ტოპ 500 აბიტურიენტში და უნივერსიტეტისგან მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას.

სკოლა ამაყობს წარმატებული მოსწავლით და მას წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203