
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქვედა სამების საჯარო სკოლის დირექციამ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა. მისალოც წერილში მასწავლებლის როლსა და მის მნიშვნელობაზეა საუბარი.
„პედაგოგის პროფესია განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ხშირად გვსმენია ფრაზა: „ყველაზე დიდი ინვესტიცია მომავალ თაობაში უნდა ჩადოო“, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ მომავალი თაობის კარგი განათლება ქვეყნის ლამაზი მომავლის ტოლფასია..
ეს შეუძლებელი იქნებოდა იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც დროს და ენერგიას არ იშურებენ, რომ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდებს უწილადონ.
დღეს 5 ოქტომბერია და მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა მასწავლებელთა მსოფლიო დღეს აღნიშნავს. 5ოქტომბერი 1994 წელს იუნესკომ მასწავლებელთა დღედ გამოაცხადა.
ქვედა სამების საჯარო სკოლა ულოცავს პედაგოგებს მასწავლებელთა დღეს და მადლობას უხდის მათ ამ მძიმე მომენტში (ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე) გაწეული შრომისთვის და იმედოვნებს, რომ მათი ზრუნვა ახალგაზრდებზე მალე სკოლის კედლებში გადაინაცვლებს“,-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.