„შემოდგომის ესკიზი“ - ბათუმის N8 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა საინტერესო დავალება შეასრულეს
06-10-2020

ბათუმის N8 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები საინტერესო დისტანციურ გაკვეთილებს განაგრძობენ.

ამჯერად ქართულ ენასა და ლიტერატურაში მათ კიდევ ერთი შემეცნებითი გაკვეთილი ჩაუტარდათ.

გაკვეთილის თემა იყო „შემოდგომის ესკიზი“.

მოსწავლეებს შემოდგომის ფოთლებზე უნდა დაეწერათ ანდაზები და გამონათქვამები.

ჯგუფმა დავალებას თავი კარგად გაართვა და მასწავლებლისგან შექებაც დაიმსახურა.

„ყოჩაღ ჩემო ბავშვებო, ჩვენ კვლავ აქტიურად ვმუშაობთ დისტანციურ რეჟიმში და ვასრულებთ ყველა მითითებულ დავალებას ჯგუფებად!“ - ამბობს III კლასის ხელმძღვანელი ფატმა ზოიძე.

იხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203