სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული არჩევნები ჩაატარეს
06-10-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლაში პროექტის U-18 („მეტი შეგვიძლია“) განხორციელება დაიწყო.  

პროექტის მიზანია  მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით.

პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია DRA, გერმანიის დაფინანსებით, რომელშიც ჩართულია  შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, უკრაინა, საქართველო, რუსეთი.

„აღნიშნული პროექტი წარგვიდგინა  და გაგვაცნო სიქა საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის დირექტორმა ინგა პაიჭაძემ.

პროექტი U-18 („მეტი შეგვიძლია“) მხარდაჭერილია განათლების სამინისტროს მიერ, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერებასა და ხელშეწყობას.

სწავლის დასაწყისში რამდენიმე გაკვეთილი მიეძღვნა წინასაარჩევნო მზადებას, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: საარჩევნო სამართალი,  საარჩევნო სისტემა-მაჟორიტარული და პროპორციული,  საარჩევნო უფლების არსი (აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება), საარჩევნო სამართლის პრინციპები.

ოქტომბრის პირველ კვირას ჩატარდა ნახატების კონკურსი. მოსწავლეებს დაევალათ საარჩევნო ყუთის დახატვა, გამოვლინდა გამარჯვებულიც, ნახატის ფონზე შეიქმნა მაკეტი, რომლის დამზადებაშიც დაეხმარა მოსწავლეებს ხელოვნების პედაგოგი: ნათია ჩხეტიანი. გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები:  ელვირა მირზაევა, ვუსალ ვალიევი, ილჩნურ მამედოვი, სოლმაზ გუსეინოვა.

პროექტი U-18 („მეტი შეგვიძლია“) ფარგლებში გრძელდება მუშაობა, შემდეგ კვირაში დაგეგმილი გვაქვს ესების კონკურსი,  ამასთანავე   საგაკვეთილო პროცესზე ვიხილავთ საარჩევნო პროგრამებს, რომელშიც აქტიურად არის ჩართული მეცხრე-მეათე კლასი, რომელსაც ხელმძღვანელობს სამოქალაქო განათლების   პედაგოგი: ლამზირა ოსეფაშვილი“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203