ბანძის საჯარო სკოლის პირველ კლასში ანბანის სწავლის დაწყებას საზეიმო გაკვეთილი მიუძღვნეს
06-10-2020

„ანბანის შემობრძანება“ - მარტვილის მუნიციპალიტეტის ბანძის საჯარო სკოლის პირველ კლასში მოკრძალებული საზეიმო გაკვეთილი ჩატარდა.

საზეიმო განწყობა პირველი ასო - ბგერების გაცნობას მიეძღვნა. 

„მზია მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად იმოგზაურა ცოდნის სამყაროში და აღმოაჩინა „დედაენის გასაღები“. ბავშვებმა ლექსებითა და საალერსო სიტყვებით შეამკეს „დედაენა“...იყო ბევრი სიხარული, გაბრწყინებული თვალები და სიახლის მოლოდინი. პატარების ხალისიანმა განწყობამ ეს დღე გამორჩეული და დასამახსოვრებელი გახადა მათ ცხოვრებაში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203