ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს
06-10-2020

ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მეხუთე კლასელებმა, დამრიგებელ მანანა კაჭკაჭიშვილი ხელმძღვანელობით, მასწავლებელთა დღე პედაგოგებს განსაკუთრებულად მიულოცეს.

მასწავლებლებმა პატარებს მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.

5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. 

ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203