ღოუბანის საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს ულოცავს
06-10-2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბანის საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.

„ღოუბანის საჯარო სკოლის დირექცია გილოცავთ ყველა მასწავლებელს პროფესიულ დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, წინსვლას და ბევრ წარმატებულ მოსწავლეს“,-აღნიშნულია მისალოც წერილში.

5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. 

ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203