სოხუმის დაცემის დღეზე წყალტუბოს N4 სკოლის მოსწავლის მშობელი და აფხაზეთის ეროვნული მოძრაობის ლიდერის ქალიშვილი ნინო ადამია გვიამბობს
06-10-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელმა ნინო ადამიამ, რომელიც აფხაზეთის ეროვნული მოძრაობის ლიდერის - სოსო ადამიას ქალიშვილია, 27 სექტემბერზე - სოხუმის დაცემის დღეზე ვიდეო მოამზადა. სკოლის დირექცია მადლობას უხდის ნინოს და ამაყობს, რომ მათი მოსწავლე ამ დიდებული პიროვნების შვილიშვილია.

„როდესაც აფხაზეთის ტკივილზე, აფხაზეთის ეროვნული მოძრაობის ლიდერის და მასზე შეწირული, თავად სოსო ადამაიას ქალიშვილი ნინო ჰყვება, მაშინ სხვანაირად გიახლდება ის ტკივილები, რასაც სოხუმის დაცემა ჰქვია.

იმედად ჯვართამაღლების დღეა, იმედად ჩვენი ხალხის კეთილგონიერებაა, იმედად ჩვენი რწმენაა, რომ „ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს“.

მადლობა ნინო, საყვარელო და არაჩვეულებრივო, მეამაყება, რომ სოსო ადამიას შვილიშვილი ლევან ელბაქიძე, ჩვენი სკოლის აღსაზრდელია, იმედს ვიტოვებთ, რომ მისი ჭაბუკობის დროს, საამაყო ბაბუას საფლავზე მისული ჩასძახებს: „გიხაროდეს, ჩვენ ისევ ერთად ვართ!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203