„მადლიერი მოსწავლეების სიყვარული არ მოგკლებოდეთ!“-ფერიის საჯარო სკოლის დირექტორმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა
06-10-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის დირექტორმა პედაგოგებს დიდი სიყვარულითა და სითბოთი მიულოცა პროფესიული დღე.

„ძვირფასო მასწავლებლებო, უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით გილოცავთ მასწავლებელთა პროფესიულ დღეს.

სასახელო და წარმატებული თაობები აღგვეზარდოს. ჯანმრთელობას, წარმატებებს გისურვებთ, სითბო და მოსწავლეთა სიყვარული არ მოგკლებოდეთ. ძალიან ბევრი კარგი დღე გვექნება კიდევ, უფლის ნებით.

ჯანმრთელობას და ჩვეულ ფორმაში, საკლასო ოთახებში დაბრუნებას გისურვებთ.

გისურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში, მადლიერი მოსწავლეების საიყვარული არ მოგკლებოდეთ!“-აღნიშნულია დირექტორის მილოცვაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203