
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VIგ კლასში (დამრიგებელი მაკა ჟორჟოლიანი) მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კლასის საათი ჩატარდა.
მოსწავლეებმა პედაგოგებს მოკლე მუსიკალური კომპოზიციით „ჩემი მასწავლებელი“ მიულოცეს ეს მნიშვნელოვანი დღე მათ ცხოვრებაში.
5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.
ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო