„მასწავლებელი-იმედი ხვალის, მასწავლებელი მზე, სხივი დილის“-ბათუმის N23 საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს
05-10-2020

ბათუმის N23 საჯარო სკოლის დირექცია მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს. მისალოც წერილში აღნიშნულია, რომ მასწავლებლები დღევანდელ რთულ სიტუაციაშიც კი თავიანთ მოვალეობას ღირსეულად ასრულებენ.

„მასწავლებელი-იმედი ხვალის, მასწავლებელი მზე, სხივი დილის“ - მასწავლებელთა დღეს გილოცავთ ძვირფასო მასწავლებლებო. სიკეთის, სიყვარულის, ზნეობისა და მარადიული ღირებულებების მთესავნო! ყოველიძნელბედობის ჟამს განსაკუთრებული იყო თქვენი როლი და მისია. დღესაც, ამ რთულ სიტუაციაში არ კარგავთ ჩვეულ ძალასა და ენერგიას, რათა სწორად წარმართოთ მოზარდის ზნეობრივი და სულიერი ცხოვრება. განათლება ხომ ქვეყნის წინსვლისა და წარმატების საწინდარია?! თქვენ კი ამ მისიის უზადო და ღირსეული შემსრულებლები ხართ.

დაე, თქვენ მიერ დარგული სიკეთის, კაიკაცობისა და ზნეობის ნერგი მუდამ მსხმოიარე და ნაყოფიერი ყოფილიყოს!“-წერია დირექციის მილოცვაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203