
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი მაია კაკაბაძე და მე-9 კლასის მოსწავლეები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, რომელიც 20 სექტემბერს გაიმართა და წყალტუბოს სამკურნალო უნიკალურ რადონულ წყლებს ეძღვნებოდა.
წყალტუბოს სამკურნალო წყლებზე საინტერესო პრეზენტაცია მოამზადა მე-9 კლასის მოსწავლე ნინო ნიჟარაძემ.
ღონისძიების ორგანიზატორებმა წყალტუბოს N4 საჯარო სკოლა და ნინო ნიჟარაძე დიპლომებით დააჯილდოვეს.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებს, მაია კაკაბაძესა და საყვარელ მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტოები