კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღე ყოველ წელს ორიგინალურად და საინტერესოდ აღინიშნება
05-10-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღე ყოველ წელს ორიგინალურად და საინტერესოდ აღინიშნება. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები განსაკუთრებული სიყვარულით ულოცავენ პედაგოგებს პროფესიულ დღეს და ერთი დღით „მასწავლებლები ხდებიან“.

„5 ოქტომბერი მასწავლებლების საერთაშორისო დღეა. ჩვენს სკოლას აქვს ერთი შესანიშნავი ტრადიცია, ყოველ წელს ამ დღეს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ულოცავენ პედაგოგებს პროფესიულ დღეს და ერთი დღით, ამ მნიშვნელოვან, საჭირო და რთულ პროფესიას საკუთარ თავზე ირგებენ. ეს ტრადიცია ეხმარება მოსწავლეებს, გაიგონ რამხელა შრომა, სიყვარული და ენერგიაა ჩადებული ყველა მასწავლებლის მიერ თითოეულ გაკვეთილში. დამღლელი საგაკვეთილო პროცესის შემდგომ კი ღიმილით გვიზიარებენ ემოციებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203