ბოხვაურის საჯარო სკოლის დირექცია მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
05-10-2020

გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.

„გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის დირექცია პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს ყველა პედაგოგს! უსურვებს ჯანმრთელობასა და წარმატებებს!“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. 

ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203