
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მანავის საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგებს მასწავლებლის დღეს ულოცავს.
5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.
ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
„მანავის საჯარო სკოლა დიდი სიყვარულით და პატივისცემით ყველა პედაგოგს ულოცავს მასწავლებლის დღეს! მასწავლებელს, რომელიც ქვეყნის ხვალინდელ დღეს ძერწავს საკლასო ოთახში, ღირსეულად იღწვის მოზარდებისთვის განათლების მნიშვნელობის შემეცნებისთვის, მათ სუფთა გულებში ახალი იმედების და ოცნებების ასანთებად!“-აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები