ფოთის N12 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მოწესრიგებულ და უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს
05-10-2020
ფოთის N12 საჯარო სკოლამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები დროულად და წარმატებით შეასრულა.
შესაბამისად, პირველ ოქტომბერს სასწავლო პროცესმა ონლაინ სივრციდან საკლასო ოთახებში გადაინაცვლა, სადაც მოსწავლეებს დახვდათ მოწესრიგებული უსაფრთხო გარემო.