
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნატო ნაკაიძემ სტატუსი აიმაღლა. პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
სკოლის დირექტორი ოთარ ვანაძე ნატო ნაკაიძეს პროფესიულ წინსვლას, ყველა პედაგოგს კი პროფესიულ დღეს ულოცავს.
„საქართველოში ყველა მასწავლებელს ვულოცავ დღევანდელ დღეს, მინდა წარმატებები ვუსურვო. ამასთანავე მინდა მივულოცო ჩვენი სკოლის მასწავლებელს ნატო ნაკაიძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსის სტატუსის მინიჭება“,- აღნიშნავს ოთარ ვანაძე.
5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.