ხავეთის საჯარო სკოლის 5-მა პედაგოგმა, მათ შორის დირექტორმა სტატუსი აიმაღლა
05-10-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლის 5-მა პედაგოგმა, მათ შორის დირექტორმა სტატუსი აიმაღლა და უფროსი მასწავლებლები გახდნენ.

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში დაწინაურდნენ:

1.ნორაირ აკოპიან - მათემატიკის მასწავლებელი 7-12კლასი,დირექტორი;
2.არპინე აკოპიან - მათემატიკის მასწავლებელი 1-6 კლასი;
3.ელენა პეტროსიან  -გეოგრაფიის მასწავლებელი 7-11 კლასი;
4. მანუჩარი ალელიშვილი - ქართული როგორც მეორე ენის მასწავლებელი;
5.ანახას ამაზარიან - ქართული როგორც მეორე ენის მასწავლებელი.

„ხავეთის საჯარო სკოლა, მთელი შემადგენლობით ულოცავს უფროსი მასწავლებლის
სტატუსის მოპოვებას პედაგოგებს და უსურვებს შემდგომ მრავალ წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში“,-წერს დირექტორი ნორაირ აკოპიანი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203