აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სიურპრიზი მოუწყვეს
05-10-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი COVID-19-ის გამო დადგენილი რეგულაციების დაცვით განაახლა.

მიუხედავად შეზღუდვებისა, მოსწავლეებმა მაინც შეძლეს მასწავლებლებისთვის სიურპრიზი მოეწყოთ და პროფესიული დღესასწაული გაეხალისებინათ. მათ ამ დღისთვის სკოლა საზეიმოდ გააფორმეს და საინტერესო აქტივობები მოიფიქრეს.

5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203