
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურის საჯარო სკოლის დირექტორი ლელი აკოფოვი პედაგოგებს მასწავლებლის დღეს ულოცავს.
„ტაბაწყურის საჯარო სკოლის დირექცია გილოცავთ მასწავლებლებს პროფესიულ დღეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, წინსვლას და ბევრ წარმატებულ მოსწავლეს“,-წერია მისალოც წერილში.
5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.
ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.