
ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მოსწავლე ქრისტინე ზუბცოვამ მორიგ წარმატებას მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის წარმომადგენელი გვაწვდის.
„ჩვენი გიმნაზიის მე-12 კლასის წარჩინებული მოსწავლე მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის „FLEX“ 2019 წლის გამარჯვებული ქრისტინე ზუბცოვა, რომელიც სწავლას აგრძელებდა ოჰაიოს შტატის ქალაქ ლიმაში, „Lima Senior High School - ში", არჩეულ იქნა ქალაქ ფოთის წარმომადგენლად „for FLEX'20“.
FLEX დაბადების დღესთან დაკავშირებით ჩატარებულ ონლაინ კონკურსში ქრისტინემ მეორე ადგილი დაიკავა და დააჯილდოვეს FLEX -ის ჩანთით“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები