ქვილიშორის საჯარო სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ღვაწლმოსილ პედაგოგს, ციცინო ჩეჩელაშვილს დაბადების დღეს ულოცავენ
05-10-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქვილიშორის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი ციცინო ჩეჩელაშვილი იუბილარია. მას თანამშრომლები, მოსწავლეები და მშობლები დიდი სიყვარულით ულოცავენ დაბადების დღეს.

„ციცინო ჩეჩელაშვილი, ღვაწლმოსილი პედაგოგი, რომელიც ათეული წლების განმავლობაში დიდი სიყვარულით ემსახურებოდა მოსწავლეების აღზრდა-განათლებას, დღეს იუბილარია.

ჩვენო საამაყო, სათნო ციცინო მასწავლებელო! ქვილიშორის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები პატივისცემით, სიყვარულით გილოცავთ ამ დღეს. გისურვებთ წელთა სიმრავლეს, ჯანმრთელობას, ულევ სიხარულს თქვენს საყვარელ მეუღლესთან, შვილებთან და უძვირფასეს შვილიშვილებთან ერთად.

გვეამაყება, რომ ჩვენი მასწავლებელი იყავით“,-აღნიშნულია მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203