14 წლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა - დისტანციურ სწავლებაზე შესაძლოა, ველისციხის საჯარო სკოლაც გადავიდეს
05-10-2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, 14 წლის მოზარდას კორონავირუსი დაუდასტურდა და ამის გამო, შესაძლოა, ამ სოფლის სკოლაში სწავლა დისტანციური რეჟიმში გაგრძელდეს.

ინფიცირებული მოსწავლის კლასელებისა და კონტაქტების ბიოლოგიური ნიმუში უკვე აღებულია და პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი, რა ფორმით გაგრძელდება სასწავლო პროცესი.

მანამდე მე-9 კლასის მოსწავლეები თვითიზოლაციაში იქნებიან, დანარჩენ კლასებში კი სწავლა ჩვეულებრივ გრძელდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203