
ახალციხის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა - მაია მურვანიძემ, მირანდა კბილაშვილმა, ლიანა კენჭოშვილმა, ნინო ყურმაშვილმა და მარინა ნადირაძემ სტატუსი აიმაღლეს. პედაგოგებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.
სკოლის დირექცია მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
„სკოლის დირექცია გულითადად ულოცავს მასწავლებლებს: მაია მურვანიძეს, მირანდა კბილაშვილს, ლიანა კენჭოშვილს, ნინო ყურმაშვილს, მარინა ნადირაძეს კარიერულ წინსვლას - წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას.
გისურვებთ წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში. კიდევ მრავალი ღირსეული თაობა აღგეზარდოთ საქართველოსთვის“,- ნათქვამია მისალოც წერილში.