​მოლითის საჯარო სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური გაიმართა
05-10-2020

29 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ​მოლითის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

შესარჩევი ტურის ტესტირებაში მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა თავი არაჩვეულებრივად გაართვეს ინტელექტუალური კონკურსის პირველ ეტაპს და კარგი შეფასებებიც დაიმსახურეს.

მეორე ტურში გადავიდნენ:

მარიამ ყურაშვილი (XI კლასი)

ლიზა ღონღაძე (XI კლასი)

ანა კაკიაშვილი (IX კლასი)

„ვულოცავთ მათ და შემდგომ წარმატებას ვუსურვებთ!“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

II ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.

„ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად,  ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203