ლედგებეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ ღონისძიებაში წარმატება მოიპოვეს
05-10-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის ლედგებეს საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. შეჯიბრი სირბილში გაიმართა.

მე-4 კლასელმა მარიამ ცაავამ აიღო მეორე ადგილი IV-V კლასებს შორის. ასევე IX-X კლასებს შორის შეჯიბრში მეორე ადგილით დაწინაურდა ამავე სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ბექა ოჯუკავა.

„ლედგებეს საჯარო სკოლის სახელით ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ მეტ წარმატებას. გვიხარია და ვამაყობთ. ჩვენს მოსწავლეების კიდევ და კიდევ წარმატებებს ვუსურვებთ“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203