ბათუმის N8 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა წიგნის ორიგინალური სანიშნეები დაამზადეს
05-10-2020

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში III კლასის მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ.

„წიგნის სანიშნის დამზადება და საკლასო ოთახში გამოფენის მოწყობა“, - ასეთი იყო გაკვეთილის თემა, თუმცა პანდემიის გამო მოსწავლეებს ამის საშუალება არ მიეცათ.

მოსწავლეებისთვის სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს. შესაბამისად, პატარებმა ნამუშევრებიც ონლაინ რეჟიმში გაუზიარეს მასწავლებელს.

მასწავლებელს - ფატიმა ზოიძეს მოსწავლეთა ნამუშევრები ძალიან მოეწონა და პატარები შეაქო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203