
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IIა კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი თეა ჭუმბურიძე) თუნუქის ქილებისა და ხის ჩხირებისაგან საინტერესო საყვავილეები დაამზადეს და ფერადი ლენტებით შეკრეს.
ბოლოს, თავიანთი ნახელავი პატარებმა შემოდგომის ფოთლებითა და ყვავილების თაიგულებით დაამშვენეს.
მასწავლებელმა ბავშვებს ასწავლა, რომ ერთი შეხედვით გამოუსადეგარი და უსარგებლო ნარჩენებისაგან არაერთი საინტერესო ნივთის დამზადება შეიძლება.
იხილეთ ფოტოები