კორონავირუსის გამო კიდევ ერთი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა - ინფექცია I და IV კლასის მოსწავლეებს აქვთ
05-10-2020

ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლა დღეიდან მთლიანად სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი კოვიდ 19-ია, რომელიც დაწყებითი კლასების ორ მოსწავლეს დაუდგინდა. ორივე მათგანი ერთი ოჯახის წევრია. დაინფიცირებულია მათი მშობელიც.

როგორც ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის დირექტორი ირმა შველიძე აცხადებს, კორონავირუსი პირველ და მეოთხე კლასის მოსწავლეებს დაუდასტურდათ. რის გამოც სკოლა 2 კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. 

თვითიზოლაციაში გადავიდნენ დაავადებული მოსწავლეების მასწავლებლები და თანაკლასელები. მთელი სკოლის ონლაინ რეჟიმში სწავლების გაგრძელების შესახებ მოსწავლეთა ნაწილს ინფორმაცია არ ჰქონდა, რის გამოც ისინი დილიდან სკოლაში მივიდნენ, თუმცა ადმინისტრაციამ ისინი სახლებში გააბრუნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203