იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა სკოლის დამაარსებლის - იოსებ ოცხელის 155 წლის იუბილე აღნიშნეს
02-10-2020

ქუთაისის მწვანეყვავილას პანთეონში, იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა სკოლის დამაარსებლის - იოსებ ოცხელის 155 წლის იუბილე აღნიშნეს.

სკოლის დირექტორმა მირად ჯიშკარიანმა და პედაგოგ-მასწავლებლებმა იოსებ ოცხელის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

ღონისძიებას ოცხელის შთამომავლებიც ესწრებოდნენ.

„აღსანიშნავია, რომ წელს, პანდემიიდან გამოწვეული პრობლემების გამო, ღონისძიება მცირე მაშტაბით აღინიშნა.
ტრადიციული - მეხუთეკლასელთა ფიცის დადების ცერემონიალი ვერ შედგა.

ვიმედოვნებთ, მომავალ წელს ფართომაშტაბიანი ღონისძიებით აღვნიშნავთ ჩვენი სკოლის დამაარსებლისა და საზოგადო მოღვაწის, იოსებ ოცხელის იუბილეს“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203