წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში „ეტალონის“ I ტურის ტესტირება ჩატარდა
02-10-2020

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის" 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

„მონაწილეობის სურვილი, ჩვეულებისამებრ, ძალიან დიდი იყო. ბავშები აქტიურად ჩაერთვნენ აქტივობაში და შეეცადნენ, მაქსიმალურად წარმოეჩინათ თავიანთი შესაძლებლობები.

ტესტირებას ორგანიზებას უწევდნენ ისტორიიისა და მათემატიკის პედაგოგები-მაია ბახტაძე და მანანა მამარდაშვილი.

II ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.

წარმატებები გვინდა ვუსურვოთ ჩვენს მოსწავლეებს! დაე, უფლის წყალობთ წინსვლის და გამარვების სურვილი მთელი ცხოვრება გაჰყოლოდეთ“,-წერია სასულიერო გიმნაზიის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203