ფლევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით საგრანტო პროექტი მიმდინარეობს
02-10-2020

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლაში პროგრამის - „მომავლის თაობა“ ფარგლებში საგრანტო პროექტი - „წიგნიერების დონის ამაღლება მოსწავლეებში“ მიმდინარეობს.

პროექტს სამოქალაქო განათლების კლუბი „ზემკაკა“ ახორციელებს.

„პროექტის ფარგლებში მოხდა დაწყებითი საფეხურს მოსწავლეთა შეკრება და მხატვრული ლიტერატურის კითხვა (ვაჟა ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“). შეხვედრაზე მოეწყო დისკუსია, მოსწავლეებმა დახატეს მათთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი ეპიზოდი მოთხრობიდან, ასევე წერილობით გადმოსცეს საკუთარი ემოციები და შთაბეჭდილებები. წინ კიდევ ბევრი საინტერესო აქტივობა გველის“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203